გაგრა - ჩემი სამოთხე


სად ხარ, ბავშვობის ბილიკო, ისევ ერთმანეთს ავცდით?!
ისევ ფუსფუსებ, იმედო, თავს უბრძოლველად არ ხრი...
თავად მოფრინდა ჩემამდე, სიზმრისეული განცდით,
ფერად ბუშტებზე მობმული ჩემი კოპწია სახლი... 
მოფრინდა, გამათამამა, ცისკენ ავყევით ქარებს...
და ვეღარ მოგვწვდა ნასროლი ჩვენკენ სიტყვა და ტყვია....
მალე გავძვრებით ღრუბლებში, მზე შემოგვიღებს კარებს...
მერე ვიპოვით სამოთხეს - ჩემი გაგრა რომ ჰქვია...

გ.ო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი