ყვავილდაცლილი ნუში
ყვავილდაცლილი, მორცხვად დგას ნუში, გული ჩემს სათქმელს უსიტყვოდ ამბობს, როგორც არასდროს გინატრე გუშინ, დღეს მონატრება გუშინდელს სჭარბობს... შენს მაისს ვნატრობ, ისევ არნახულს, რა დამრჩენია, არ ვიცი, აქ რა?! შენ ხომ დამპირდი, რომ ამ გაზაფხულს, რომ ამ გაზაფხულს მნახავდი, გაგრა... მზე დამიბრუნო იქნებ, გაისად, შენ, მზის სხივების თავად სადარო, გთხოვ, ჩამახუტო შენს თბილ მაისთან, რომ ეს ლოდინი დავასამარო... გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი