იადონო, ერის ნანავ (ღვთისმშობლის სადიდებელი)


იადონო, ერის ნანავ,
ძალავ, ამოუცნობო... 
ჩემო სულის იავნანავ,
ჩემო ვარდო, უჭკნობო...
ჩემო შველავ, გაფრთხილებავ,
ლამპიონო ქუჩების... 
როგორც ციცქნა ბარტყი ლებანს
ვეფერ - ველაქუცები... 
ლურჯი ციდან იცქირები,
კვართო, გზების, ხევების... 
შენ - მიზეზო მზის სხივების
კოცნა - შემოხვევების...
წვეროვ - მთათა, უწვეროთა,
ამაღლებავ მცირედთა, 
დამშვიდებავ უმწეოთა - 
გულით შემომწირველთა... 
უღმერთობა - დამღუპველი,
დაე, შთანთქოს განგებამ,
გვიწყალობე და "ღრუბელი"
წავა, დაიკარგება...
მზემ თვალებში შემანათა...
დამაბრუნე გაისად!
შენი ლოცვით ჩემმა ნატვრამ
აპრილ -  გაიმაისა... 
გული ტირის, - სანამდეო... 
ამოვღერღე სიმწრითა... 
გამიფურჩქნე საქართველო, 
ჩემი ლიხნი, ბიჭვინთა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი