ციცინათელები


ღამით გამომეღვიძა, 
ჰგავდა შენებრ ბურანს,
ვეძებ ციცინათელებს, 
გადა - შენე- ბულან... 
მივაკერე იმ სახლის 
ბოლო სართულს გზები;
თავზე სხედან ფიქრები, 
კოლო-სალუ-რები... 
ახლა ის დრო დამდგარა, 
ჯერ რომ ჩრჩილებს ვსპობდე; 
მე არ ძალმიძს ზღუდეებს
ვემორ-ჩილე-ბოდე... 
მახსოვს მაშინ იწვიმა, 
აჩნდა იებს კვლები;
ეშვებოდნენ ბარისენ
გადა-მთიე-ლები...
ჩემი ტკბილი ბავშვობის
სივრცის ნათელს ვხვდები;
დამიბრუნეთ გამქრალი
ციცი-ნათე-ლები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი