ამაღლების ეკლესია
ამაღლების ეკლესიას გარს ეხვია მადლი და მერცხალი სარკმლის თავზე დარაჯობდა ბუდეს... მე, ნანახით განცდილს, ახლაც აღმაფრენას ვადრი... მეტი, სულის საამებლად, რაღა უნდა მსურდეს?! ჩუმად, ფრთხილად, ძალზედ ფრთხილად, შევიხედე შიგნით... ერთი ორი სანთელიღა კიაფობდა სადღაც... იდგა ქალი, სიფრიფანა, ხელში წმინდა წიგნით, სამონაზვნო, აბრეშუმის, კაბა ეცვა, სადა... თქვენ არ იცით, ვერც გადმოგცემთ, მოერიდა როგორ... ისე თბილად ლოცულობდა, გავიტრუნე, გავშრი... ისიც იყო, ალბათ, ერთ დროს, თმახუჭუჭა გოგო... ახლა - ქალი, თან, დედაო, ცასთან ქმნიდა კავშირს... იმ დღეს რწმენით მივეახლე სამონასტრო კერებს... ნინოს ხატთან შეფართხალდა ჩითის ფარდა, ორფა... მე მაშინვე დავიჩოქე, მივეკარი კედელს, რომ დედაოს აღარ ეგრძნო იქვე კაცის ყოფნა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი