მინი სპექტაკლი "ფიქრების ბუმერანგი"; გ.ოჩიგავა, ლ.ოჩიგავა
კაკალ - კაკალ მტევან - მტევან, კურცხალ - კურცხალ ვ ა გ რ ო ვ ე.... და ურიკა გრძნობით სავსე შენკენ გა - მო - ვა - გო - რე... ტრამალ - ტრამალ, ბილიკ - ბილიკ, ქუჩა - ქუჩა ვ ი ა რ ე... არ მითხრა, რომ ამ გაზაფხულს ისევ და - ვი - გვი - ა - ნე... ალაგ - ალაგ, ზამთარ - ზამთარ, ხმა მესმოდა ი ქ ი დ ა ნ, ჩემი დარდი მზემ, ვით ბროში, გულზე ჩა - მო - ი - კი - და... დადამ - დადამ, დადამ - დადამ, დადამ - დადამ, წ ა ვ ი დ ა ა ა ა ა .... ვერც შენ გპოვე, ვერც - პასუხი, დროის გა - მო - ცა - ნი - დან... ფანტელ - ფანტელ, აპრილ - აპრილ, ვთვალე, ვთვალე რ ა მ დ ე ნ ი... მონატრებაც მივათვალე, ცრემლად გად - მო - ნა - დე - ნი... ტაძარ - ტაძარ, საყდარ - საყდარ, სეფისკვერი იკვეთა; მაინც გნახავ, თუმც ბავშვობამ კარი გა - მო - ი - კე - ტა... სიზმარ - სიზმარ, ნაწილ - ნაწილ დროს ვაგლეჯდი ზ ა მ ბ ა რ ე ბ ს... გული მაინც ვერ გაგიშვებს... ვეღარ გა - და - გა - ბა - რებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი