ბობოქრობა წამწამთა
მე შენს სხეულს შორიდანაც ვეხები, ჩემს ფიზიკურ ძალას ვზომავ სენსორით, იქ, შენთანაც კეკლუცობენ ვერხვები? შენში მიყვარს ყველა წამი, სეზონი... შენში მიყვარს განაზება აპრილთა, ყვავილმოსხმულ ფიქრს ვეხები ტოტებზე, მცირე დოზით მარტში შემყავს აპიდრა, იქნებ დატკბეს, მზე მოისხას ყლორტებზე... შენში მიყვარს სურნელება იათა, ვიჭყიტები ნასვრეტიან შირმაში... მივდივარ და გულმა ქარებს მიმართა, თავს ვიწონებ ნაჩუქარი Givenchy-ით... შენში მიყვარს ბობოქრობა წამწამთა და თვალების ფახაფუხი ერთგვარი, ყინვა თავის დამქაშებით წაბრძანდა, გაიყოლა შიშებიც და მხედარიც... შენში მიყვარს ჩემი სულის კაკლები, რომ დაგითმე, გაუფრთხილდი იმ მალას; შენი მიყვარს საკინძეთა ნაკრები, ისიც მიყვარს, რაღაცას რომ მიმალავ... ისევ მარტი... ჩვენკენ ისევ დათოვა, ახლა მარტზე ჯავრი უნდა ვიყარო; შენში მიყვარს უეცარი დათბობა... ახლა ვფიქრობ, კიდევ რა შევიყვარ გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი