მაპატიე
მაპატიე... შევარჩინე მთებს რომ გაფერმკრთალება... ცისარტყელას ვჭრი ნაჭრებად, ისევ ვაფენ რკალებად... მაპატიე... შევარჩინე ზღვას რომ მიჩუმათება, იმ ქედისთვის, თვალთშევლება, როგორც მიჯნურს, მმართებდა. მაპატიე... შევარჩინე, გზებს რომ უსახურობა, ვერ ვასწავლე ამ ლურჯ ქარებს - ჩართონ თუ სად ხუმრობა... მაპატიე, მე სიმცირე, ბეჩავ გულს კი - მისნობა; რომ ამ გონჯებს შევარჩინე პარვა, უსინდისობა... მაპატიე, მაპატიე... ეს "სიბლაგვე" ისართა... სულ პატარა იმედს ჩავწვდი, მგონი, ამოიზარდა... მე ვერ დაგთმობ, შენც არ დამთმო, დაპირებავ ბავშვობის! ისრებს ვტყორცნი ჩამდგარ შიშებს, უღმერთობას, მათ შორის. მაპატიე... შევარჩინე მთებს რომ გაფერმკრთალება... ცისარტყელას ვჭრი ნაჭრებად, ისევ ვაფენ რკალებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი