თეთრი ლექსები ფიფქებად ცვივა
თეთრი ლექსები, ვერლიბრები ფიფქებად ცვივა, უმუსიკობა შეჰპარვია სტრიქონებს - დამჭკნარს... დღეს ცერზე შემდგარ უთქმელობას წალეკავს წვიმა და უპირებენ პოეზიას დაჩეხვას, დაჭრას... მზეს მისუსტებულს, ადექიო, ამ დილით უთხრეს, გზები - გახსნილი, მერე რა, რომ ჯერ კიდევ არ ჩანს... გამარჯვებაა, რომ არ მოვწყდი ჩემს ტურფა კუთხეს, გულზე მობმული ფესვებია, რომ კიდევ დამრჩა... ლექსის ბაღნარში ამოსულა ბწკარები ქორფა, ახლა პოეტის ამოსუნთქვაც მზე არის, ლოცვა... გამარჯვებაა, სამშობლოსთვის, დევნილად ყოფნა. გამარჯვებაა პოეტობა, არ ბაძავ როცა... შენი ვერლიბრი, აპრილამდე, ჰადაჰა, ითოვს... შენი ლექსები დამტვერილან, ვითარცა ჩვრები და ამის შემდეგ, დამარცხდიო, მე მეტყვი, ვითომ?! გამარჯვებაა - გადაკვეთა, რომ წახდა ჩვენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი