საძვალე


ეს ის წმინდა ადგილია სადაც ყველაზე ამაყი ვარ, სადაც სამი ქართველი კაცის საფლავებს შორის მიწევს დგომა თავდახრილს, ეს ჩემი დიდიბაბუა, ბაბუა, და მამაა. ძალიან დიდია პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე, რამეთუ მათ თავიანთი ცხოვრება პასუხისმგებლობის გრძნობით აქვთ ნაცხოვრები. აქ ჩამომჯდარს მიფიქრია ასეთი ადამიანების მომავალი როგორი ბედნიერი ვარ, რომ მხრები დამძიმებული არ მაქვს გარდა ჩემი ტვირთისა და როგორ თავისუფლად და მჩატედ დადიხარ ამ წუთისოფელში. მაგრამ ისიც ჩაგაფიქრებს ამასთან ერთად რომ ისე ფრთხილად უნდა იარო, ისე ფრთხილმა და დაკვირვებულმა არაფერი არ უნდა შეგეშალოს და მათ საფლავზე მუდამ ამაყად უნდა შეგეძლოს მისვლა. როდესაც მათ საფლავებს ვტოვებ, რატომღაც ჩემდა უნებლიე ამეკვიატა ეს სიტყვები და ასე ვუბარებ მათ. ,,ჩემო კაცებო აბა თქვენ იცით თქვენ მაქეთ გააგრძელეთ კაცური ცხოვრება და მე აქეთ ვიცხოვრებ კაცური ცხოვრებით, რამეთუ თქვენსავით კაცის სახელით დავტოვო ეს წუთისოფელი და ჩემი მომავალი იდგეს ამაყი ამ წმინდა ადგილას სადაც მე ვდგევერ ეხლა თავდახრილი თქვენს წინაშე“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი