ცხოვრების გზა
მე არ მეჯერა ადრე მცდარების. ნაბიჯარეულ გზებს, რომ მიჰყავდა. სულ მქონდა შიში გადაგვარების. ვერ ვაფასებდი ვინც მე მიყვარდა. მოსახდენს ვერსად დავემალები. ღამე ვუთიე სადღაც ვაგონებს. თვალუწვდენელი ეს ტრამალები. ჩემს უსასრულო ფიქრებს მაგონებს. მე გავექეცი ყველა ახლობელს. ყველას ვინც სცადა ვერ მაპატია. ყურში ჩამესმის როგორ ამბობენ. ეხლა სად არის ან სად აგდია. ჩემთვის სამყოფი ცოტა ფართია. სულ მუდამ ბნელა და არ ანთია. ყველა მორწმუნე და წარმართია. დაღმართი არ ჩანს სულ აღმართია. გადაბრუნებულს უყურებ ურემს. ეს დაღლილობა ქანცს, რომ გამოცლის. შენ არ უჯერებ საკუთარ ყურებს. იცი რომ ყველას ცუდად წამოსცდი. პირიქით, გლანძღეს კი არ გაგიგეს. ცარიელ თავთან, სავსე თავების. კარი ჩაკეტეს და არ გაგიღეს. ყველას სურს შენი დაცოტავების. მე ვნახე ყველა სიმწარე ვნახე. თითქმის ყველასთან დავდევი ზავი. ეშმაკიც ვნახე და ღმერთიც ვნახე. გულზე დარდების მაწვება ზვავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი