ცხოვრებამ ბევრგან მატარა


ცხოვრებამ ბევრგან მატარა,
მძიმე შემაბა მარხილი,
ხანდახან ჩემი ფარი ხარ,
ხანდახან კიდევ მახვილი,

მუდამ ვენდობი შენს რწმენას,
გონებაც გიჭრის მახვილი,
შენ გაჭირვების ტალკვესი,
ხარ მუდამ ჩემთვის ნამდვილი.

ცხოვრების მარცვლები მძივებად იბნევა,
ფერებში იშლება ლამაზი ვარდები,
თევზები დინებას აღმაში მიყვება,
მე დაღმა უშენოდ უფსკრულში ვვარდები.

ნეტავი სად გაქრა ბავშვური ოცნება,
ოცნების კოშკები ინგრევა წამებში,
ცრემლი და ნაღველი ჩამოწვა უეცრად,
ერთდროს გაბრწყინებულ თვალებში.

რა გაძლებს ამ ღამეს დილამდე,
მე შენი ფერება წყალივით მწყურია,
გიყვარდეს სიცოცხლე სიკვდილიც გიყვარდეს,
ნეტავი იცოდე რაოდენ რთულია..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი