დრო სულ არ გადის


დრო სულ არ გადის, ვწუხვარ და ვდარდობ მთელი დღე.
ესე იწყება ყოველი დილა, ღმერთთან ვედრება.
როგორ მიყვარხარ, როგორ მინდა ეხლა მოხვდე.
გვიან, რომ მიხვდე მერე აზრი აღარ ექნება.

მე ასჯერ დღეში ბოდიშს მოგიხდი, თავს არ ვიმართლებ.
გაყინულ სხეულს შემოეპარა თითქოს მაგია,
ჩემი თვალები ვეღარ ხედავს, ვეღარც სინათლეს.
ეს გული მკერდში გაგლეჯილი მაინც აგდია.

რა საშინელი გზებით ვიარე, განა არ ვიცი.
ვით ქარის წისქვილს, შემომიტევენ ქარიშხალები..
წამოვდგე მინდა, ანდა ესე, როგორ დავეცი.
მეიმედები, ვიცი მე შენ დამეხმარები.

ამ გაგრძელებით სულ ცოტა დრო რჩება იქამდე.
ნიავს ნაქროლებს დაათქმევენ, ამინდს ქარიანს.
თითქოს ნარბენი აზრებიც, სულს ძლივს ითქვამენ.
ჩვენ ვშორდებით და გრძნობები, ერთად არიან.

მუხლზე დაცემულს, მუხლებზე მეტად მე სული მტკივა.
ტკივილებს იწვევს როცა უნახავს, ხედავს თვალები.
მე არავიზე ნაკლები და არც მეტი ვარ.
გადავიტანე ვიცი ბევრჯერ ამისთანები.

შენ რომ ცუდად ხარ, მეც ცუდად ვარ იცი იმავდროს.
ეს განსაცდელი, რაც გადამხდა ჩემი ხვედრია.
ეხლა შენს სულში ტკივილთან ერთად სევდაც ბინადრობს.
სხვისკენ ნასროლი ისარიც კი მე მომხვედრია.

ყოველთვის ვფიქრობ, მგონი ავცდი ჩემს სავალ ბილიკს.
მინდვრიანი გზა გადამექცა, გახდა ბარდნალი.
ვიცი რამდენიც გამჭორავს და დაიწყებს ქილიკს.
ეს მოღალატე, გულგრილი და ვერ გასატანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი