მითხრეს რომ აწი


მითხრეს, რომ აწი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს,
რომ კიდევ დროა, ყველაფერი ისევ წინ არი,
მე კი უთქვენოდ ამ ქვეყანაზე ყოფნაც არ მინდა,
და ესე ვფიქრობ, იქ ვიქნები სადაც ის არი.

ფიქრიც არ მინდა, რომ არაფერი აღარ იქნება,
ფიქრი დამღუპავს და არაფერი აღარ მიშველის,
მე კიდევ შემრჩა მოთმინების ძალა ჯერ ისევ,
იმ ხეებივით, რომ ელოდება ზამთარს შიშველი.

შენ შენეულად რთული ხარ და იოლი არ ხარ,
ვიცი უშენოდ ყველაფერი უფრო ძნელია.
არა და ვფიქრობ, იქნებ ესე სჯობს და თან,
სახლში მიდიხარ, სახლში რომელშიც შენ არ გელიან.

შენ მე არ მელი, ისიც არ ვიცი ამას რა ქვია,
და არც ის ვიცი რა დავარქვი ამას არ ვიცი.
აქ რომ ქარები ქროდა, სხვაგან დაქრიან,
თითქოს ამ ბოლოს, აღარაფერს აღარ განვიცდი.

თურმე ისეთი სუსტიც ვყოფილვარ,
და თურმე ამბობ, შეეგუა ყველა განაჩენს.
არც გთხოვ, რომ იყო ჩემი მალამო,
უბრალოდ მინდა ლპობას გადავრჩე.

როგორ მინდა, რომ მეხვეოდეს შენი მკლავები.
ვისაც უნდოდეს იმას ჰქონდეს ესე სიმშვიდე.
შენგან შორსავარ, გული მტკივა ვერ გეკარები.
მომეცი შანსი ეს ფიქრები, სანამ შემშლიდეს.

ყოველთვის ერთად ნატარები, ჩვენი ცხოვრება.
ნაზი ამბორი, ჩახუტება სუნთქვაც საერთო,
რაც იყო კარგი ნუთუ არცერთს არ გვაგონდება?
ვიცი როგორც მე, არც შენ გინდა უერთმანეთოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი