მდინარე ხარ წმინდა
მდინარე ხარ მღვრიე არა წმინდა. მე კი მასზე გასასვლელი ხიდი. როგორ მახსოვს ის პირველი კოცნა. დანახვისას თავს მორცხვად, რომ ხრიდი. ზოგმა თვალებით მაინც მიაგნო. ცაში აშვებულ ცეცხლოვან ფრანებს. ზოგიც კი თავის მალულ სიყვარულს. უბრალოდ, ნებისყოფას აბრალებს. გრძნობებმა ფიქრები შენიღბეს. ნიღბები ფარავენ ხარვეზებს. რამდენი ფრანები დაფრინავს. მე მხოლოდ ცეცხლისფერს დავეძებ. ვფიქრობ, რომ სხეულიდან გავიდე. მერე, საფლავზე ფოთლებს მოგვიან. ვცდილობ დავმალო ჩემივე გვამი. მაგრამ საშველად ისევ მორბიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი