ორი სტროფი
მხოლოდ ორი სტროფია, ჰოდა მალეც მოვრჩები, შუა, ცხოვრება განვლილი, სულაც არ ვართ ნორჩები. ვგრძნობ, რომ სადღაც გაფრინდნენ, გამეფანტნენ მუზები, მე სულ მუდამ შენზე ვწერ, შენ მაინც მებღუზები. ბევრჯერ შენი ბანქოდან, ამოვკრიბე ტუზები, წყნარ ცხოვრების გემიდან, არ ჩავუშვი ღუზები. იღბალს მე არა ვერჩი ბედს მე არ ვემდურები, არასოდეს გრძნობებში, არ მყოლია მდგმურები. მრჩება გზად და ბილიკად, ჩუმი ნაფეხურები, ზოგჯერ მართალსა ვამბობ, სულაც არ გეხუმრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი