პროტესტი


ვარსებობთ, ვცხოვრობთ ასე თუ ისე,
მოკრძალებული, რიდით და უხმოდ.
ჩვენი სინდისით კმაყოფილები.
უფლის სანაცვლოდ ეშმაკებს ვუხმობთ.

თავი და ბოლოც ვიცით შეცდომის.
ვიცით ტკივილიც მცირე და დიდი.
თითქოს რაღაცას ჩავჭიდებულვართ.
აღარც ხათრი გვაქვს და აღარც რიდი.

ვითმენთ და ვუძლებთ ასე თუ ისე,
და მაინც გვყოფნის გულუბრყვილობა.
და ამ ყველაფრის აღსანიშნავად.
წინ წამოვწიეთ დღეს გარყვნილობა.

ჩვენ, რომ გვგონია სამშობლოს ვიცავთ.
გულში ვიხუტებთ და ვეფერებით.
წითელ ჯვრიანი დროშების ნაცვლად.
რუსთაველს ვმოსავთ, პრაიდ ფერებით.

გადაგვიარა ჩვენ დროის ტალღამ.
შეგვატოტმანა, ფეხქვეშ მიწა გამოგვაცალა.
ჩვენი სურვილი, რომ ქვეყანა გადაგვერჩინა.
ახდება მაშინ, ქართველმა თუ ქართველს აცალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი