ნანა


სანამ შენზე ფიქრში ვცხოვრობ,
მზესაც ხელით ავწევდი,
შენზე, ლამაზ ლამაზ  გრძნობებს,
და ლექსებსაც დავწერდი.

მთვარეს ამოვაბრუნებდი,
აკვნის ნაცვლად ვარწევდი,
ყველა გრძნობას შენს გარეშე,
მაინც გვერდზე გავწევდი.

ჩემს სურვილებს მაღლა წასულს,
ისევ ქვემოდ დავწევდი,
სიყვარული, სიყვარული-!!!! 
სიტყვებს ცაზე დავწერდი.

სხეულს ხელებ აბყრობილს,
ზეცის კართან ავწევდი,
და შენს სახელს სამუდამოდ,
ცის ეკრანზე დავწერდი. 
ნანააა!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი