ქალი


ქალი! თქვენ თუ იცით რა არი?
ქალი ქარი არის ჩქარი,
თუ კი ეფერები ჩამდგარია,
თუ არ ეფერები ქარიშხალი.

ქალს შეუძლია თავს დაგატყდეს,
როგორც ქარბორბალა ქარი,
ზოგჯერ სიოსავით მოგიბერა,
ცხვირწინ მოგიხურა კარი.

სულში ნიავივით შეფრენილი,
გრძნობებს არევს და დარევს,
ვაი რა გაუძლებს ქარიშხლებს
სადღა დავემალო ქარებს.

ქალი! თქვენ იცით რა არის?
ქალი ქარი არის თბილი,
ხანაც ცეცხლის ალი არის,
ხანაც ყინულია გრილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი