საძვალე


ჩემი დარდების გასაქარწყლებლად,
ადგილს დავეძებ ადგილს ნამიანს,
ნამი კი ოფლად ჩამომადნება,
წუთისოფელი მართლაც წამია.

ერთგულება და კაცის ნუგეში,
დარდებს ედება როგორც მალამო,
დარდებს შენ აჩენ, შენ ხარ მიზეზი,
გაჭირვებავ და ჭირო ვარამო.

ვპოვე ადგილი სულის სიმშვიდის,
მამაპაპათა ძველი საძვალე,
მათ ნაცხოვრები კაცურკაცობის,
ქვაზე ნაწერი წლები დავთვალე.

თქვენი ცხოვრება უკვე ნაცხოვრი,
ჩვენი ცხოვრების გზებად ჩავთვალე,
თქვენთან მოვდივარ ჩემი კაცობით,
თქვენთან დაკრძალვის ღირსად ჩამთვალეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი