Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_r3taqpanfcci6u9je1mgv6ajq1, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დალოცვა - გოგი ბოლქვაძე | პოეზია

დალოცვა


ბედნიერების მწვერვალზე შემდგართ,
ანგელოზები გფარავდეთ მუდამ.
მშობელი მიწა გეცვათ ქალამნად,
სინდის-ნამუსი გეფაროთ ქუდად.

იბედნიერეთ უფლის შეწევნით,
და პატრიარქის გყავდეთ ნათლული,
მტკიცე ძლიერი ოჯახი გქონდეთ,
მამა-პაპური ნაღდი ქართული.

მუდამ გახსოვდეთ ფესვები თქვენი,
რომ არის მტკიცე მხნე და ამაყი,
არ დაგავიწყდეთ ვისი გორის ხართ,
მუდამ გახსოვდეთ მათი ამაგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი