ნასახლარი


პატარა ქოხი მიყვარდა, 
ის ტყეში იყო ჩადგმული,
ქოხში შეხედვა მიყვარდა,
სუნი აქვს მამაპაპური.

მიყვარდა მისი კარის ჭრიალი,
და ღრიჭოებში მზის სხივთა წყება,
სიცივისაგან გათოშილი იდგა აკვანი,
რომელიც მხოლოდ ქარში ირწევა.

ჭვარტლიან ჭერში ქარის ზუზუნი,
სიწყნარე, როგორც უკუნ ღამეში.
იქნებ გავცვალო ეს დრო იმ დროში,
როდესაც მინაც იდგა სარკმელში.

ხავსიანია კედლები ქოხის,
გადაზნექილი მხნე და ამაყი
აღარ ატყვია საუკუნეა,
მამაპაპათა მოვლა ამაგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი