ცხოვრება სულ ერთი წამია
ცხოვრება სულ ერთი წამია, მდელოზე მოკაშკაშე ნამი, ხან აფრებ გაშლილი ნავია, ხან ნაფოტებია ნავის. ხან სიყვარულია ცხოვრება, ხან სიძულვილია წამით, ხან თუ ხარ სულ არ გაგონდება, ხან ხარ და არ გახსოვს წამით. ხან მოკაშკაშე მზიანი ამინდია, ხან ყვავილია გადაშლილი, ხან ჭექაა და ქუხილია, ხან მოხუცია გადაღლილი. ხან საშინელი სიტყვებია, ხან სიმღერაა ნამღერი, ხან არაფერია ცხოვრება, ხან ლექსად არის სათქმელი. ხან ღამეს ვეძახით დღეს, ხან დღეს ვეძახით ღამეს, მე თუ ვერ გავუგე ცხოვრებას, მჯერა თქვენ მეტყვით რამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი