სიყვარულის ფრთები
ჩემი სიყვარულის ფრთები, ნიავს მომიბერავს ისევ, შენი სიყვარულით დამწვარს, მჯერა გამაგრილებს მთისებრ. გზები მიუყვება მთისკენ, გზები მოფენილი ბზებით, ისევ ამერია მთებში, შენსკენ მომავალი გზები. გული ატოკდება ისევ, სისხლი მეყინება ძარღვში, აღარც მეგულები მთებში, აღარც მეგულები სახლში. გულს ხომ არაფერი უნდა, გარდა სიყვარულის შენი, აღარც ზამთარია ცივი, აღარც ზაფხულია ცხელი. მთებში დაუბერავს ქარი, ზუზუნს ტირილივით იწყებს, ბევრჯერ დაგიჩოქებ მდგარი, ვიწყებ შენზე ლოცვას ვიწყებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი