ნანას


წელიწადის პირველ თვეს,
წელიწადის პირველ დროს,
დაიბადე იმ დღეს შენ,
თოვდა მაშინ, ეხლაც თოვს.
წელიწადის პირველ წუთს,
წელიწადის პირველ წამს,
მჯერა ვიცი გიყვარვარ,
შენი სიყვარულის მწამს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი