დარდი


კაცს დარდის გარდა ვერაფერი ვერ მოერევა,
დარდი კი გულში ყველა სენზე დიდი სენია,
თუ შენი სითბო სამარის კართან არ მიმაცილებს,
მაშინ ამ ქვეყნად არაფერიც არ დამრჩენია.

დარდიან კაცებს დაგვიცლია სავსე ბოცები,
უგონოდ მთვრალი მივბარბაცებ შენი ლანდისკენ,
ღვინოსთან ერთად მე დავთვერი შენზე ოცნებით,
ასეთ სიცოცხლეს სჯობს წავიდე ცივსამარისკენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი