კერია
ისევ ამოვა ბუხარში კვამლი, ისევ გათბება გაციებული კერა, ხალისიანი დაიწერება ლექსი და დაიწყება ცხოვრების ახალი ერა. ისევ ამოვა ბუხარში კვამლი და გაიშლება ეზოში ვარდი და ვიამაყებთ რომ ამ ეზოში, ასეთი კარგი ოდესღაც გვყავდი. ისევ ამოვა ბუხარში კვამლი და ამოსკტება ვაზის ყლორტები და მერე ისევ დრო მოვა სხვების, დავტოვებთ ეზოს და ჩვენც მოვკვდებით. ისევ ამოვა ბუხარში კვამლი, გაძლიერდება, ღადარზე ალი, მომავალს სურს, რომ არ წაეშალოთ, მათ, წინაპრების კაცური კვალი. ისევ ამოვა ბუხარში კვამლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი