ანდერძი


მინდა ჩემს საფლავზე
ხშირად მოდიოდე,
თვალთაგან სიყვარულის
ცრემლები გდიოდეს.

მინდა ჩემს საფლავზე
ვარდები მოაფინო,
უფალს შეევედრო
მეორედ მომავლინოს.

მინდა ჩემს საფლავზე
ვით წმინდა სანთელი,
იწვოდე არ ქრებოდე
და მედგას ნათელი.

მინდა ჩემს საფლავზე,
წამიკითხო ჩემი ლექსები,
გულს გაგითბობს და
მ ო გ ე ა ლ ე რ ს ე ბ ი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი