შვილები
ჩემი ნანატრი შვილები, ლამაზები და ცელქები, ჩემი სიცოცხლის მშვენება, ჩემი მერცხლები, მტრედები. წლეები წლეებს ემატება და სულ ვიქნებით განა? ჩემი ლამაზი ჭკვიანი, ჩემი ცხოვრება ანა. ზამთარი ისევ დადგება, თოვლის გვაფარებს საბანს, ჩვენ წინაპრების ვალები, მოსახდელი აქვს საბას, მჯერა რომ კაცი დადგება, და დააფასებს ამაგს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი