ძეგლები


ა  ლავერდი შენთანავარ ალავერდი,
ბ  ეთანია მზის სხივებით განათდება,
გ  ელათში ხომ დავით მეფე გვეგებება,
დ  ავით გარაჯს არ მისული დაღამდება,
ე  რთაწმინდა ჩვენი ერი არის წმინდა,
ვ  არძიამ კი ისტორია დაგვიწერა,
ზ  ედაზენს რომ მივადექი მაგრად წვიმდა,
თ  მოგვთან მისულს ლექსი უნდა დამეწერა,
ი  ლორი კი მყარად მდგარი,
კ  უმურდო ხომ გადმოგვცქერის ამაყად,
ლ  ექართს ხატის წერა მინდა,
მ  არტვილი ხომ ძველე ძეგლი ამაღლდა,
ნ  იკორწმინდად მოევლინე ქვეყანას,
ო  შკი ვნახე მარტო მდგარი ობლად,
პ  არხალს ააქვს უძველესი ბზარები,
ჟ  ალეთს შრომით დავიღვარეთ ოფლად,
რ  უხი არის ძველთაძველი სალოცავი,
ს  ვეტიცხოველს მომჭრეს მკლავი ქართული,
ტ  იმოთესუბნის ყველა ბერი და მლოცველი,
უ  ფლისციხედ ყველა ომში ჩართული,
ფ  იტარეთი მუხლზე ჩოქვით მოვიარე,
ქ  აშვეთს შევავედრე ჩემი სიყვარული,
ღ  ებში სუფთა ჰაერს ფილტვებს ჩაუბერავ,
ყ  ინწვისი არის მთებს შორის ჩაძირული,
შ  ატილთნ მთიელი ლამაზი ასულები,
ჩ  აჟაში ფიქრები იფანტება აზრში,
ც  აისში მენახეთ ხშირად ასულები,
ძ  ალისთან მისვლამდე ჩავიმუხლე გზაში,
წ  უნდა ვერ ვიპოვე ძებნა-ძებნით დაღლილს,
ჭ  აქვინჯას შენება რწმენით და მადლით,
ხ  ერთვისს შემოვუვლი ანთებული სანთლით,
ჯ  ვარი საქართველოს გადმოსცქერის მაღლით,
ჰ  უჯაბში ხატებს გადმოსდის მადლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი