ცხოვრების კიბე


დაბადებიდან შევდექი,
ჩემი ცხოვრების კიბეზე,
ვცდილობ რომ შუაში ვიარო,
არ გამივლია კიდეზე.

წელიწადი კი ამ კიბის,
ერთ-ერთი საფეხურია,
არ წაუშალო მომავალს,
კეთილი ნაფეხურია.

ამ ოცდაათის ასვლაში,
ბევრი რამ გადავიტანე,
ჯერ ოცი დამრჩა აღმართი,
თუ წელი ამოვიტანე.

შემდეგ იწყება დაღმართი,
ასე საუბრობს ნამყოფნი,
ფეხი თუ ერთჯერ დაგიცდა,
გამოჩნდებაო სამყოფი.

ამ კიბის ავლა-ჩავლაში,
შეგხვდება ხალხი ასობით,
სულ ბოლო საფეხურამდე,
უნდა ვიაროთ კაცობით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი