იყიდება


სუყველაფერმა ფერი იცვალა,
აღარც ამინდი აღარ ამინდობს,
გულის ტკივილმაც მოიმატა და,
ძალაც არა აქვს ერთცალ ვალიდოლს.
აღარც რამ დარჩა გაუყიდავი,
მე თუ გამყიდით, იქნებ გამყიდოთ,
თუკი ქვეყანას ამ გზით უშველით,
თუნდაც ამიტომ.
მომავალს უნდა კარგი პატრონი,
სულის სიწმინდე, რომ არ გაყიდონ,
ყველამ თავის წილს ვეპატრონოთ და,
აღარც იფიქრებ თუ  რა გაყიდო.
დაემსგავსება ამინდი ამინდს,
გამზადებულ კაცს, კაცი დაინდობს,
ყოფას ექნება ისევ ხალისი,
ღვინოს დავლევ და არა ვალიდოლს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი