დედა
განა არ ვფიქრობ, თუნდაც იმ დროს, ვერ გხედავს თვალი. შენში ვერასდროს დავინახავ, სხვა ვერცერთ მადგანს. და შენს წინაშე დამიგროვდა იმდენი ვალი, რომ ვერასოდეს ვერ გადავიხდი, ხომ იცი რადგან... მე ხომ ასჯერ გაგიბზარე გული, მე ხომ ასჯერ შეგიცვალე რწმენა, როცა, რამის თქმას ვაპირებ გულით, თითქოს იმდროს გადავყლაპე ენა... გვიანი ღამე, წვიმს და არ მჯერა, რომ სველდებიან ჭაღარა თმები, მომეგებები რამის სათქმელად. მე კი პირიქით გეკამათები. სულ მენატრები, ვერ გამოვხატავ. შენ ჩემს გულში ხარ, როგორც მესია. მე შენი სახე ხატად დავწერე... ვფიქრობ ქართველი, შვილის წესია. გულისცემა როცა ფიქრებს უსწრებს, როცა ღამით, ისევ აღარ სძინავს... დედა მივა ჩემს დაწერილ ხატებთან. და ლოცვებით გააგრძელებს დილას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი