შემოდგომა
ოქროსფერია ეს შემოდგომა, ტირიფებს ნაზად სცვივა ფურცელი, ორღობეებში ურმის ჭრიალი, წინ მიუძღვება გლეხი უთქმელი. ყველა ტკივილი და ყველა დარდი, თითქოს მარტოკამ მხრებით აზიდა, მერე მიაბყრო ზეცას თვალები, დაიქუხა და ძლიერ გაწვიმდა. ისევ გადარდა გამოანათა, ისევ ჭრიალებს ბორბალი ურმის, არასდროს არვინ არის ამ ხალხთან, გლეხი მის მამულს კვლავ მარტო უვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი