ბავშვობა


მე მაგონდება ჩემი ბავშვობა,
რა სხვანაირი იყო ცხოვრება,
როცა მომავალს გაახსენდები,
ეს არის ძალზედ დიდი ცხონება.

მე მახსენდება დიდი ბებია,
თავზე წაკრული შავი მანდილით,
თვალწინ დამიდგა გასული წლები,
თითქოს მენახოს აგერ ამ დილით.

მე მახსენდება ბაბუაჩემი,
თუთუნისაგან გაყვითლებული მისი ულვაში,
მისი ამბების გულდასმით სმენა,
მისივე ხელით ჩაგდებული კვერი ბუხარში.

რა მალე გარბის წლეები თურმე,
უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი,
ვდგევარ წინაპართ ნასახლარზე და,
გული მეწვება როგორც ღადარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი