ვარდი სინაზე


თუკი გინახავთ თავდახრილი ვარდი ზამთარში, 
ალბათ, უმანკოს კოკრისგაშლის ძალზედ რცხვენია.
ვარდობის თვე ხომ წელიწადის სულ სხვა დრო არის,
მაგრამ საბრალოს უკვე სხვა გზა არ დარჩენია.

ზამთარიც გავა და დაბრუნდება თვე ვარდობისა,
ბუხარში ისევ გაცივდება ცხელი ღადარა,
მისი სურნელი მოჰფენია ქათქათა თოვლსაც,
მის სილამაზით ცივი თოვლი თბილი გამხდარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი