ნანას


მინდა მოგიძღვნა თბილი ლექსები,
მინდა გაჩუქო ალერსი ნაზი,
გულში ჩაგიკრა და მოგეხვიო,
როგორც ვენახში ჭიგოზე ვაზი.
მინდა რომ შენი სუნთქვა მავსებდეს,
მინდა შენს გულში გავდგა ფესვები,
შენით იწყება, ჩემი ცხოვრება,
შენით მთავრდება, ჩემი ლექსები.
მინდა რომ ისევ დავწერო მრავალი,
მინდა რომ გიწერდე როგორი კარგი ხარ,
შენხომ იმ ვაზის ყლორტი ხარ მთავარი,
მე მჯერა, ნაყოფის მომტანი ქალი ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი