ვარდების ბაღში
შემთხვევით მოვხვდი, ვარდების ბაღში... და დავინახე ათასი ვარდი, რომ დავაპირე, სურნელებას დავწაფებოდი! მაშინვე ვიგრძენ რომელს ვუყვარდი... ფერთა გამებით, ბევრი იყო გამორჩეული... თეთრი, ყვითელი, მოლურჯო და შავიც კი იყო! უამრავ ფერში, გულმა მითხრა შენი რჩეული... თავად გრძნობებმა გიკარნახოს რომელი იყოს... შემთხვევით მოვხვდი, ვარდების ბაღში... მართლაც, ელავდა ათასი ვარდი. მაშინვე გიცან ულევ ვარდებში... ვარდი ცეცხლისფრად როგორ ელავდი!! ათასი ვარდი იყო ჩემს ირგვლივ... ზოგიც კოკრებათ ზოგიც გაშლილი... მაგრამ ათასში შენ აგირჩიე, მიმზიდველი და კოკორ დახრილი... ველური ვარდიც იყო მათშორის... ისე, ვარდები უწყლოდ ჭკნებიან. მაგრამ თავიდან ისევ ვარდობენ. მათ დაჭკნობაზე ყველაზე მეტად, მებაღეებიც თურმე დარდობენ... ათასი ვარდი იყო ჩემს ირგვლივ, ათასი ვარდი!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი