მე რეჟისორი
ნახე ყვავილიც გამოუღია, მეწლე ალუჩას. თითქოს სახელიც მოვუძებნე, მიტოვილ ქუჩას. მე ამ ქუჩაზე, მეკარგება ლაღი მუზები. მაწვალებს ფიქრი უშენობის, თავს ვებღუზები. როგორ მჩატდება მძიმე სხეული, იცი ლოცვისას. და მახსენდება შენი თვალები პირველ კოცნისას. შავმა ღრუბელმა, ისევ შეკრა ბრაზით კოპები. რეჟისორი ვარ მე იმ ფილმის ბოლოს, რომ ვკვდები. ყველაფრის შემდეგ, გვიანაა ბედზე ჩივილი. ცარიელ სულში, რომ გაწუხებს მწარე ტკივილი. ცეცხლივით მთვარე შავმა ღრუბელმა გულში ჩამალა. ის გასაღები გულს, რომ აღებს სულმა დამალა. უკუნ ღამეში გზას ვიკვლევდი შენი ხელებით. ჩვენი სიმშვიდე დაარღვიეს, მათ გახელებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი