ფიცი მწამს


შენ კარგად იცი, გიწამე ღმერთად,
ერთ დროს, რამდენი გვქონდა საერთო.
მე და თამბაქო ამქვეყნად ერთად.
მე მისი ალი სანთლად ამენთო.

ეჰ რამდენ ტალახს ვიცილებდი სანამ დამსვრიდნენ.
მე მეტად სუსტი გამოვდექი ვატყობ სნეულზე.
ყველა გრძნობები, ფოთლებივით ისე გამცვივდნენ.
უწერ წიგნივით ფურცლებს ვიხევ ჩემვე სხეულზე.

ვარ მეომარი, ჯაჭვის პერანგში ვმალავ ჭრილობებს.
და მუზარადად ნიღაბს ვიცვამ ასე, რომ ვიხდენ.
ვიცი არავინ არ გაიხსენებს ჩემს იმ გმირობებს.
და არც იმიტომ, რომ როლი ჩემი გაიგეს მიხვდნენ.

როცა შეწყდება ეს მიმოწერა და მერე ვიცი.
ცხელი უდაბნო როგორც ქარებს ისე გაკივლებს.
ცხოვრების გზებზე ბევრი გიწევს დადება ფიცის.
ფიცის, რომელიც ასე გწამს და ბოლო გაკვირვებს.

შენ ერთადერთი ხარ სათაური, ამ ყველა ლექსის.
შენ ხარ ის ფიქრი და ის მუზა სულში, რომ დამდის.
მე აღარ დავწერ, რადგან ჩემი შენ აღარ გესმის.
შენი ამოდის, მაგრამ ჩემი მზე ამწუთას ჩადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი