თამაში თავთან


წუხელის ჩემი ფორიაქი არვის უგრძვნია.
გაცივდა სისხლი და შიშები ჩემში არ ცხრება.
ერთხელაც ეთქვათ დამშვიდდიო არვის უცდია.
შენ მოიპოვე ის გამარჯვება, რომ არ მარცხდება.

ძლიერ გატკინა და დაგაჩინა დაღი ღალატმა.
რა საჭიროა, რომ გაიგო ანდა იცოდე.
მე შემიცოდა გამოგზავნილმა, შენგან ჯალათმა.
წყალში იდგე ცეცხლი გეკიდოს და არ იწვოდე.

ხელ მოკვეთილმა შევეცადე, დამეხატა შენი პორტრეტი.
თითქოს, ხან მხატვრის, ხან პოეტის, გრძნობა მივლიდა.
შენ კარგად იცი არც მხატვარი ვარ აღარც პოეტი.
მოვრჩი ნახატს და ჩემი პორტრეტი გამომივიდა.

ამ ნახატიდან ვიმზირები შენი თვალებით.
შენი სულია ჩემი სუნთქვა, სახლი ტაძარი.
და ამ პორტრეტში ორივენი ჩვენ ვიმალებით.
ქვათ გადვიქეცი და სხეული ვეღარ დავძარი.

მოწყენილ მზერას ეპარება ღიმილი ლაღი.
და არც სახეზე დამტყობია რამე მედარდა.
სულს მოკვეთილი ხელებით ვიჭერ, ვით თოთო ბალღი.
სულ იმას ვკარგავ, რაც არასოდეს მე არ მებადა.

ვითვლი სავალი რამდენია შენგან ჩემამდე.
ათასჯერ ჩავლილს ვეღარ ვცნობ ქუჩას.
იქნებ მომძებნო და მიპოვო, შენ მაშველამდე.
გზებით მივდივარ დასასრული ჯერ, რომ არ უჩანს.

სარკის წინ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
ეს მოთამაშე ვერ შევიცანი არაფრით არ მგავს.
მინდა მოვიგო ერთხელ მაინც საკუთარ თავთან.
ნაცნობ ფიგურებს, რომ მიყვარდა გზადაგზა ვკარგავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი