მეგობრობას
რა სჯობია მეგობრებთან, ქეიფსა და ლხენასა, მაგრამ ამის საშუალება, უნდა ჰქონდეს ყველასა. მე რად მინდა სიმდიდრე, მე რად მინდა ქონება, თუ რომელიმე მათგანი, დარდებს დაემონება. ერთად გვინდა სიკვდილი, ერთად გვინდა სიცოცხლე, ერთმანეთის ჭირ ვარამს, კარგად უნდა ვიცნობდეთ. მეგობრობა არის დიდი, გრძნობა ღვთით ნაბოძები, ჩემს საფლავზე არ დამიდგათ, არც სვეტი, არც ბოძები. ჩემს საფლავზე დააწერეთ, კაცი იყო ქართველი, უყვარდა მეგობრობა, და დატოვა სახელი. მეგობრობა მჯერა ქვეყნად, იარსებებს მარად დღეს, მათთან ყოფნა, მათი სუნთქვა, სიყვარული გვფარავდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი