ქვეყნად მშვიდობა


მრავალ ომებ გამოვლილი,
ბევრჯერ მკერდით გვიფარია,
მანდილოსნებს მანდილი და,
კაცებს ქუდი გვაფარია.

ბევრჯერ სცადეს დამონება,
ბევრჯერ ვნახეთ ცეცხლის ალში,
ქართველს ქალი ამხნევებდა,
რომ ჰქონოდა ძალა მკლავში.

მუდამ გვქონდეს ღვთის წყალობა,
ღვთის რწმენა და ღვთის იმედი,
მოძახილიც არ გვჭირდება,
კაცი ქუდზე გამოხვედით.

მინდა იყოს ხალხში რწმენა,
მინდა იყოს ხალხში ნდობა,
არასოდეს არ მოგვშლოდეს,
ჩვენ მშვიდობა, ჩვენ მშვიდობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი