ჩემი მუზა


შენ ხარ ჩემი მუზა,
შენ ხარ ჩემი სტროფი,
მე ვარ ღვინის თასი,
შენ ხარ სავსე დოქი.

შენ იცლები ჩემში,
ვით ნაჟური ვაზის,
მე კი სავსეს შენით,
ეს ფიალა მასვი.

ამ ქვეყნიდან წავალ მაშინ,
იმ ქვეყანას მივალ როცა,
ღვინო არ იქნება ჯამში,
როცა დაიცლება ბოცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი