დაგეძებდი
უსინათლობაში დაგეძებდი, სულის მარტოობა შევიგრძენი. გეძებე ვერსად მიგაკვლიე, ნეტავ უშენობას როგორ გავუძელი. როგორ გავუძელი მარტოობას, როგორ ამერია დღე ღამეში. დაგეძებ ვერსად ვერ გპოულობ, გარედ ამინდია წვიმა არა თქეში. ქალაქს უკვე სძინავს დავალ მარტოდ ხვნეშით, ვინ გამიღებს კარებს ამ უკუნ ღამეში... წვიმა ისევ წვიმა წვიმა არა თქეში, თუ შემხვდები ისევ მხოლოდ ერთხელ თვეში. გაზაფხულის თქეში, გაზაფხულის თვეში, მე ჩაგაწნავ იებს მაგ ოქროსფერ თმებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი