მთას
ნისლი ფიქრია მთებისა, ჭექა ქუხილი სიბრაზე. მშვიდი და წყნარი ამინდი, მთის სილამაზე სინაზე. თეთრი თოვლია სიბერე, ჭიუხთა წყება ნაოჭი. წარბ წამწამ ულვაშს მაგონებს, წიფელი ნაძვი და სოჭი. მთის სილამაზეს ვამსგავსე, ადამიანის ბუნება. როგორაც კაცის გონება, ტყეც ისე დაიბურება. მთის ფერდობს ჩამონადენი, სისხლით დაბერილ ვენებად. ანკარა ნაკადულები, უკან არასდროს ბრუნდება. მთა ხან ცივია ხან თბილი, როგორაც კაცის გულია. მთასაც თავისი ცხოვრებით, მთიულურ გზებით უვლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი