მარტოობის შიში
დრო გადის ფიქრებს მითრევს, გადატიალდნენ ნისლები. იმ წუთს შევნატრი და ვუცდი, მარტო რომ აღარ ვიქნები. ჩემს ლანდებს ვეჩურჩულები, უხმო ამომდის სიტყვები. ის დრო არ დამიდგებოდეს, როცა როს მარტო ვიქნები. გამომაღვიძებს უეცრად, მე შენზე ჭრელი სიზმრები. ვიცი ცხოვრება გადაგვღლის, ისევე ერთად ვიქნებით. ფიქრი წყაროსთან მიმათრევს, წყაროს ჩემს სიზმრებს ვუყვები. და შენზე ჩუმად ვინატრებ, ჩემს ყოფას როგორ უხდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი