თხოვნა
ვეღარ ვიხსენებ ოდეს თუ გნახე, დღენი გავიდა ცოტა თუ ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს, ოქროსფერ თმების კაშკაშა ფერი. მეგონა შენთან ვიყავი ახლოს, ეს სიახლოვე ყოფილა შორი, კარგიც და ცუდიც ისე ვრცელდება, საფუძვლად უდევს ორივეს ჭორი. შენ საერთოდაც გადაიღალე, ყველანაირი დაგეტყო დაღლა, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ. ურთიერთობა არის მდინარე, ყველა მდინარე ერთმანეთს ეძებს, როცა ჰპოვებენ თურმე ერთმანეთს, ხელს ჩაკიდებენ, გადიან ზღვებზე. მივხვდი დავტოვე მე ის ბილიკი, ვატყობ რომ სულ სხვა ბილიკზე ვდგები, ჩვენი ცხოვრების გზები გაიყო, მაგრამ ჩვენ მაინც ერთმანეთს ვხვდებით. ერთი მადარდებს და რაც მაფიქრებს, რომ, შენ ამ გზებში არ მელოდები, ვდგევარ და მაინც შენს მოლოდინში, ოდესღაც ლაღი ეხლა ვღონდები. სადაც მივლია და მიფიქრია, წაშლილი დამხვდა სუყველა კვალი, ნეტავ ბანქოდან ამოვიდოდეს, გულის ბიჭი და აგურის ქალი. მუზა უაზროდ რომ წამომივლის, უნდა დავწერო, უნდა მოგწერო, ვინ თქვა შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება საბედისწეროდ! შენ ფიქრობ ჩემზე რომ შეიცვალა, და საიდუმლოც გამიჩნდა ბევრი, და ფიქრობ მისთვის ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი. რაც მოხდა მინდა ზღაპარი იყოს, იყო და არა იყო რას მსგავსი, აღარც ბავშობის წლები აღარ გვაქვს, დიდი ხანია მაგ ასაკს გავცდით. ჩემი თხოვნაა წამომაყენე, მომეცი კიდევ ცხოვრების შანსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი