ფუნჯმაც დამტოვა


ფუნჯმაც დამტოვა რითიც ვხატავდი.
ეხლა ნაპირთან ვხატავ სილაზე.
ამ ნახატებსაც ტალღები წაშლის.
რის წაშლაც მიჭირს, შენი სინაზე.

არა არა გავს, დავხატავ წავშლი.
ჩვენ ნახატები მოგვაგონდება.
სანაპიროზე შავ კარავს გავშლი.
და ბობოქარი ზღვაც დაღონდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი