მე-ყოფილი


მე-ყოფილი!! გული მტკივა ესე რომ ვარ.
შენ, ყოფილი ცოლი - გქვია იმ ცხოვრების.
გამოდის, რომ არაფერი არ ვყოფილვარ. 
ფუჭი დარჩა თურმე ჩემი ნაცხოვრები.

შენ იტყვი, რომ მე ვინ ვარ და ან რა ვარ.
ჩათვალე, რომ მე ვარ შენთვის შეწირული.
ეს ექვსი თვე, ეს ღალატი მიტომ გტკივა.
გიყვარვარ და გეწვის ჩემი სიყვარული.

არ მინდოდა, აირია ჩვენი ბუდე.
ესე გაწყდა იმ ჩონგურის ბოლო სიმი. 
ერთ ღამესაც თუ უჰაეროდ გავიგუდე.
დამპირდი, რომ არასოდეს დაეცემი.

ნეტა მართლა, შენთვის ლულო აღარავარ?
რაც დავთესე, კი მოვიმკე ერთი ასად.
ამ ყველაფრის თავი ბოლო ვიცი მე ვარ.
ერთგულებაც ჩემი ფასობს ჩალის ფასად.

მე თოკი ვარ დასახრჩობი ჩემი თავის.
საკუთარ თავს ყველაფერი ვაპატიე.
მინდა ბოლო, რომ ვიპოვო ჩვენი დავის. 
გთხოვ ერთხელაც შემიბრალე, მაპატიე.

მე ცრემლები ბევრი ვღვარე ნაკადულად.
ვერ ვპატიობ თავს შენგან, რომ წამოვედი.
გული სკდება, ამოსაფრქვევ ვულკანს ვგევარ.
მაშინ შევცდი ბუდიდან, რომ გადმოვედი.

მე-ყოფილი! ჩამოღვენთილ სანთელივით. 
თავს დავიწვავ, გზა შენ მინდა გაგინათდეს.
ბნელ გზას სავალს, გამოვივლი ნათელივით.
რომ სიკეთეს ბოროტით არ დავუზავდე.

ვერ ვითმენ და უნებლიეთ ვტირი ზოგჯერ. 
რა რთულია, რომ იცხოვრო  მოგონებით. 
განა ერთჯერ არა კარგო მოვკვდი ორჯერ.
გინდა მაგრამ მე ვერასდროს მოგშორდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი